ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების გადადების წინადადებით გამოდის.
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ფოსტით ხმის მიცემა ზუსტ შედეგს ვერ აჩვენებს.
„ფოსტით ხმის მიცემით, 2020 წელს ისტორიაში ყველაზე არაზუსტი და გაყალბებული არჩევნები გვექნება. ეს აშშ-სთვის სამარცხვინო იქნება. გადადეთ არჩევნები, ვიდრე ხალხს უსაფრთხოდ და წესების დაცვით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნება“, – წერს ტრამპი „ტვიტერზე“.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს.
With Universal Mail-In Voting (not Absentee Voting, which is good), 2020 will be the most INACCURATE & FRAUDULENT Election in history. It will be a great embarrassment to the USA. Delay the Election until people can properly, securely and safely vote???
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) July 30, 2020
1tv.ge
კომენტარები