ქართველები უცხოეთშისპორტი

თავმდაბალი ქართველი გენიოსი – ვის უწოდებენ ირლანდიელთა ალექს ფერგიუსონს

ირლანდიური Journal Media-ს სპორტულმა საიტმა The42-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა ირლანდიის სამოყვარულო კრივის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ზაურ ანთიას, რომელსაც „თავმდაბალი ქართველი გენიოსი“ უწოდა. ყოფილი ირლანდიელი მოკრივე ბილი უოლში, რომელიც 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა, ანთიასთან ერთად მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას იხსენებს. 

ზაურ ანთია და ბილი უოლში ირლანდიის ნაკრებში ერთად 13 წლის განმავლობაში მუშაობდნენ

ზაურ ანთია დიდი ხნის განმავლობაში მუშაობს ირლანდიის ნაკრებში და უშუალოდ დაკავშირებულია 140 საერთაშორისო მედალთან, რომლებიც მისმა შეგირდებმა მოიპოვეს. სწორედ მისმა შეგირდებმა მოიპოვეს ირლანდიელთა ოლიმპიური მედლების თითქმის მეოთხედი.

ანთიას ხელმძღვანელობით, ირლანდიელმა მოკრივეებმა დიდ საერთაშორისო ტურნირებზე (ოლიმპიადა, მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი), საერთო ჯამში, 140 მედალი მოიპოვეს.

ირლანდიაში კრივი ტრადიციული და სპორტის პოპულარული სახეობაა. ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს კი, 2003 წლიდან მოყოლებული, სათავეში ზაურ ანთია უდგას. მანამდე ის საქართველოს ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტი, შემდეგ კი ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი იყო. სხვათა შორის, ირლანდიაში ის არა მხოლოდ ეროვნულ ნაკრებს კურირებს, არამედ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებსაც, როგორც გოგონებში, ისე ბიჭებში. 2016 წელს ანთიამ კიდევ 5 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი ირლანდიის სამოყვარულო კრივის ასოციაციასთან, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებები სხვა ქვეყნებიდან ჰქონდა, მათ შორის, კანადიდან.

ყოფილმა ირლანდიელმა მოკრივემ კარლ ფრამპტონმა ერთხელ მას ირლანდიური კრივის ალექს ფერგიუსონი უწოდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა კეტი ტეილორმა მას მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი უწოდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close