საზოგადოებასაქართველო

ახალგორის ქართული სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო დავა მოიგო

ახალგორის პირველი სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ნინო ამირანაშვილმა დე ფაქტო სასამართლოში საქმე მოიგო.

ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყოშვილმა რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ აცნობა, რომ ცხინვალის სასამართლოს მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ ნინო ამირანაშვილის თანამდებობაზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და ახალგორის განათლების განყოფილებას დაავალა, პედაგოგისთვის განაცდურის ანაზღაურება და მორალური ზიანისთვის 10 ათასი რუბლის გადახდა.

ნინო ამირანაშვილი სკოლის დირექტორის თანამდებობიდან 2020 წლის თებერვალში გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც წეროვნის დევნილთა დასახლებიდან ახალგორში გადასული მოსწავლეების სკოლიდან გარიცხვაზე უარი თქვა. რამდენიმე კვირის წინ ამირანაშვილმა ადგილობრივ სასამართლოში იჩივლა.

ივლისის დასაწყისში რადიო თავისუფლებას ახალგორელმა წყარომ აცნობა, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლეს ოკუპირებული რაიონის დე ფაქტო განათლების განყოფილების გამგე ჰამლეტ(გაბო) ელოევი. თებერვალში სწორედ მან მიიღო სამსახურიდან ნინო ამირანაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close