მედიცინა

ვიაგრას ტვინის სამკურნალო ეფექტი აღმოაჩნდა

პრეპარატი, რომელიც ერექტილური დისფუნქციის დროს გამოიყენება, ეფექტიანი აღმოჩნდა უმძიმესი დაავადებების სამკურნალოდ

პრეპარატი ვიაგრა, რომელიც ერექტილური დისფუნქციის დროს გამოიყენება, ტვინის დაბერების პროცესს ანელებს, მას მძიმე დაავადებების სამკურნალო ეფექტიანი თვისებები აღმოაჩნდა, – აცხადებენ ჰარვარდის სამედიცინო სკოლისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერები.  

როგორც ცნობილია, აღნიშნული პრეპარატი 1980-იანი წლების ბოლოს აღმოაჩინეს, როდესაც მედიკოსები ახალი ტკივილგამაყუჩებლის შექმნაზე მუშაობდნენ. გაირკვა, რომ პრეპარატი ანელებს ფერმენტ PDE5-ის აქტიურობას, რომელიც ერექტილურ დისფუნქციასთან არის კავშირში, რის შემდეგაც ის ძალიან პოპულარული გახდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ფერმენტი PDE5 ასევე დაკავშირებულია ადამიანის ტვინის კოგნიტიურ ფუნქციებთან და ნეიროდეგენერაციასთან, ამერიკელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს, გაერკვიათ, შეეძლო თუ არა ვიაგრას სიბერით გამოწვეული ტვინის დაავადებების მკურნალობა.

კვლევის ავტორებმა გააანალიზეს, როგორ მოქმედებს ვიაგრა ორგანიზმის ბუნებრივ თვისებაზე – გაანადგუროს დაზიანებული, არასწორი ფორმისა თუ ტოქსიკური ცილები ტვინში. აღნიშნული ცილები იწვევს ნეროდეგენერაციულ დაავადებებს, მათ შორის, ალცჰაიმერსა და პარკინსონს.

მეცნიერებმა ექსპერიმენტების საფუძველზე დადგინეს, რომ: ვიაგრა, როგორც ფერმენტ PDE5-ის მძლავრი ინჰიბიტორი, საშუალებას აძლევს ორგანიზმს, უფრო ეფექტიანად გაანადგუროს არა მარტო ტვინის, არამედ გულისა და კუნთების იშვიათი დაავადებების გამომწვევი დაზიანებული თუ ტოქსიკური ცილები.

ამასთან, მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ვიაგრა არ არის ალცჰაიმერის სამკურნალო საშუალება და რომ მხოლოდ შემდგომი კვლევებით შეიძლება დადგინდეს ამ პრეპარატის გამოყენების ახალი მეთოდები.

sputnik-georgia.com

ამავე თემაზე: ვიაგრა თავდაპირველად ანგინის სამკურნალოდ გამოიგონეს – საინტერესო ფაქტები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close