იტალიასაზოგადოება

იტალია: კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, 5 ადამიანი გარდაიცვალა

მეოთხე დღეა, გარდაცვალების დღიური მაჩვენებლი 5-ს შეადგენს

კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება დაფიქსირდა დღეს იტალიაში – გასულ 24 საათში ინფიცირების 170 ფაქტი გამოვლინდა (გუშინდელი მაჩვენებლი იყო 255), ხოლო 5 ადამიანი გარდაიცვალა – მე-4 დღეა, გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი 5-ს უდრის. ლომბარდიაში ისევ არავინ დაღუპულა კოვიდ-19-ით. ამის შესახებ „ანსა“ წერს

ამ დროისათვის იტალიაში ვირუსის მატარებელი 12 581 აქტიური პაციენტია, ხოლო კორონავირუსის მსხვერპლთა საერთო რიცხვი 35 112-ს უდრის; მთლიანობაში კი ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩთვლით, 246 286-ს აღწევს. გამოჯანმრთდელდა 198 593 პაციენტი.

გასულ 24 საათში კოვიდ-19-ის დიაგნოზით გარდაცვალების 5 ფაქტიდან თითო-თითო დაფიქსირდა პიემონტში, ლაციოში, აპულიაში, აბრუცოსა და სარდინიაზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close