ხელოვნებასაბერძნეთი
ეპიდავრის უძველეს თეატრში ღია ცის ქვეშ წარმოდგენების გამართვა განახლდა
საბერძნეთში, ეპიდავრის უძველეს თეატრში წარმოდგენები განახლდება. ღია ცის ქვეშ რამდენიმე წარმოდგენა ისევ დაიდგმება.
ასევე, თეატრის 2300-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, ეპიდავრის სცენაზე მიმდინარე წარმოდგენა პირდაპირ ეთერში გაშუქდება.
საბერძნეთის მასშტაბით, კოვიდ-19-ის გამო, კონცერტები და ღონისძიებები, ძირითადად, გადაიდო, თუმცა როგორ „გარდიანი“ წერს, ქვეყნის კულტურის სამინისტრომ ღონისძიებების ჩატარება დაუშვა ეპიდავრის თეატრში, რომელიც პელოპონესის სამხრეთით მდებარეობს.
1tv.ge
კომენტარები