მსოფლიოპოლიტიკა

აია სოფიაში, 86 წლის შემდეგ პირველად, მუსლიმთა პარასკევის ლოცვა შესრულდა (ვიდეო)

აია სოფიაში, 86-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, მუსლიმთა პარასკევის ლოცვა შესრულდა. ლოცვაზე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც მივიდა.

სტამბოლის გუბერნატორის ბრძანებით, ხალხმრავლობის გამო რამდენიმე ქუჩა და მეტროსადგური დაიკეტა. თავად აია სოფიაში მლოცველებს ხუთი სხვადასხვა ღია სივრცე დაეთმოთ. ხალმხრავლობაა კომპლექსის გარე პერიმეტრზეც.

აია სოფიას ქრისტიანული ტაძარი ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ 537 წელს ააგო. 1453 წელს, ოსმალების მიერ ბიზანტიის დაპყრობის შემდეგ, ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა. 1934 წელს, თურქეთის პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მმართველობის დროს, აია სოფიას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა.

ივლისის დასაწყისში თურქეთის სასამართლომ აია სოფიას მუზეუმის სტატუსი გააუქმა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close