fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალიელი სენატორი ევროკავშირიდან იტალიის გასვლის მხარდამჭერ პარტიას ქმნის

ყოფილმა ტელეჟურნალისტმა, იტალიელმა სენატორმა ჯანლუიჯი პარაგონემ განაცხადა, რომ „იტალექსიტის“ პარტიას აყალიბებს.

„ვეღარ დაგვაშანტაჟებენ ის ქვეყნები, რომლებიც იტალიის პრესტიჟს შეურაცხყოფას აყენებენ. მხოლოდ ბრიტანეთისნაირ სუვერენულ სახელმწიფოს შეუძლია, რომ ეკონომიკურ კრიზისს გაუმკლავდეს“, – განაცხადა პარაგონემ.

პარაგონემ აღნიშნა, რომ ზოგს ევროკავშირის შეცვლა სურს, ხოლო მას და მის მხარდამჭერებს ევროკავშირიდან გამოსვლა ურჩევნიათ.

„როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წელია, იტალიის მოსახლეობაში ევროსკეპტიციზმი უფრო გაიზარდა და მოსახლების ნაწილი იტალიის ეკონომიკურ სტაგნაციას სწორედ ევროკავშირს აბრალებს.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close