იტალიასაზოგადოება

იტალიამ შეძლო COVID-19-ის ეპიდემიასთან გამკლავება – რობერტო სპერანცა

„იტალიამ შეძლო კორონავირუსის ეპიდემიასთან გამკლავება. ვგულისხმობ არა მთავრობას, არამედ ქვეყანას – მთლიანობაში“, – განაცხადა 21 ივლისს იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ კოლდირეტის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. ამის შესახებ „კორიერე დელა სერა“ წერს.

მან ხაზი გაუსვა, რომ იტალია იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც COVID-19-ის ეპიდემია სრული მასშტაბით დაატყდა თავს ჩინეთის შემდეგ; ხელისუფლებას არ ჰქონდა „ინსტრუქციები ექსპლუატაციისთვის“ და გადაწყვეტილებები ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გზების შესახებ პროცესში მიიღებოდა.

ამასთან, რობერტო სპერანცამ აღნიშნა, რომ იტალიამ შეძლო „ქარიშლისგან თავის დაღწევა“, თუმცა ჯერ კიდევ არ არის შესული „უსაფრთხო პორტში“.

მან სიფრთხილის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ ერთმანეთს უნდა ვუთხრათ სიმართლე. ეს თვეები ყველაზე რთული იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. … საერთაშორისო სიტუაცია მაშფოთებს, ჩვენ ვართ ყველაზე უარეს მომენტში ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით მსოფლიოში, არსებული სურათი არ გვაძლევვს საშუალებას ვთქვათ, რომ ის წარსულს ჩაბარდა. [ეპიდემია] წარსულს ჩაბარდება მხოლოდ მაშინ, როცა ვაქცინა გვექნება“, – განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა.

იტალიაში 2 დღის წინ, 20 ივლისს მთელი ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-19-ისგან გარდაცვალების მხოლოდ 3 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ლომბარდიაში – არცერთი. ასეთი რამ 22 თებერვლის შემდეგ არ მომხდარა. გასულ 24 საათში კი კორონავირუსის გამო 15 ადამიანი გარდაიცვალა და ინფიცირების 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 197 431 (+269) ადამიანი. ამ დროისთვის ვირუსის მატარებელი აქტიური პაციენტების რაოდენობა 12 248-ს უდრის, მათგან 49-ის მდგომარეობა მძიმეა და მათ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close