კრიმინალისაქართველო

მეოთხე პრეზიდენტის ყოფილი სიძე მინდია გოგოჭური ისევ დააკავეს

მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოფილი სიძე მინდია გოგოჭური ისევ დააკავეს.

„კურიერმა“ მომხდარის დეტალები გაარკვია. გუშინ გვიან ღამით სასტუმრო „პარაგრაფში“” გოგოჭური მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს დაუპირისპირდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, გოგოჭურს დაპირისპირების დროს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ეკავა, თუმცა გასროლა არ განუხორციელებია, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. შემთხვევის შედეგად დაზიანებები ერთმა პირმა მიიღო. საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე სასტუმროს თანამშრომლებმა გამოიძახეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126 და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close