ეკონომიკამოგზაურობასაქართველო
მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის მიმართულებით რეგულარული ფრენა 2 აგვისტოდან განახლდება
გერმანული ავიაკომპანია Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენას 2 აგვისტოდან განაახლებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანია „ლუფტჰანზას“ შორის.
ფრენა კვირაში ორჯერ შესრულდება Airbus A 319 ტიპის საჰაერო ხომალდით.
ფრენის განრიგი:
• მიუნხენი-თბილისი – ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
• თბილისი-მიუნხენი – ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.
კომენტარები