მსოფლიოსაზოგადოება

„ხალხი შოკში იქნება“ – ტრამპის ყოფილი მრჩეველი კორონავირუსზე სკანდალური ინფორმაციის გასაჯაროებას აანონსებს

უჰანის ლაბორატორიის მეცნიერები დასავლეთს ჩაბარდნენ და კორონავირუსის წარმოშობის შესახებ სპეცსამსახურებს სკანდალური ინფორმაცია მიაწოდეს, რომლის საფუძველზეც დასავლეთი პეკინის წინააღმდეგ სერიოზულ ბრალდებას ამზადებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, სტივ ბენონმა განაცხადა.

„ისინი მედიას კომენტარს ჯერ არ აძლევენ, თუმცა მეცნიერებმა, რომლებიც დასავლეთში გაიქცნენ, კორონავირუსის წარმოშობასთან ჩინეთის კომუნისტური პარტიის კავშირის შესახებ მტკიცებულებები წარმოადგინეს. ვფიქრობ, ხალხი შოკში იქნება“, – აღნიშნა ბენონმა.

ჯერ კიდევ მარტში ნობელის პრემიის ლაურეატი, ფრანგი მეცნიერი, ლიუკ მონტანიე აცხადებდა, რომ ვირუსი ჩინურ ლაბორატორიაში იყო შექმნილი. კორონავირუსს „ჩინურ ვირუსს“ უწოდებს თეთრი სახლის ლიდერი და ჩინეთის ხელისუფლებას ეპიდემიაზე დაგვიანებული რეაგირების გამო აკრიტიკებს, თუმცა ვირუსის ხელოვნურად შექმნაში ტრამპს პეკინი ჯერჯერობით არ დაუდანაშაულებია.

ბენონი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. იგი 2017 წლის აგვისტოში თანამდებობიდან გაშვებამდე თეთრ სახლში გავლენიან ფიგურად და პრეზიდენტის ერთ-ერთ წამყვან მრჩევლად რჩებოდა.

სტივ ბენონი თავის ძველ პოსტს დაუბრუნდა და კვლავ ულტრამემარჯვენე ახალი ამბების ვებგვერდს „ბრეიბარტ ნიუსს“ ხელმძღვანელობს. ბენონი აცხადებს, რომ თეთრი სახლის გარეთაც პრეზიდენტ ტრამპის ერთგულ თანამებრძოლად რჩება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close