ქართველები უცხოეთშიnewsსაქართველო
სპეცრეისი თბილისი-ბერლინი-თბილისი 25 ივლისს შესრულდება
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად სპეციალურად დანიშნული ავიარეისი თბილისი – ბერლინი – თბილისი 25 ივლისს შესრულდება.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განმარტავს, ინიციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნის. რეისი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა.
25 ივლისს თბილისი – ბერლინი – თბილისის მიმართულებით ფრენას ავიაკომპანია MyWay Airlines-ი განახორციელებს Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით. ბილეთის ღირებულება 200 ევროზე მეტი არ იქნება.
ბილეთების შეძენას ავიაკომპანიის ვებგვერდზე შეძლებთ.
კომენტარები