fbpx
კრიმინალიმსოფლიო

რა განაჩენი ელით მოძალადე მამის მკვლელობაში ბრალდებულ დებს

რუსეთის პროკურატურამ დაადასტურა მკვლელობის ბრალდება სამი დის მიმართ, რომლებსაც 2018 წელს მოძალადე მამის მკვლელობაში ედებათ ბრალი. მათი დაცვის თანახმად, ამგვარად პროკურატურამ შეცვალა ძველი პოზიცია ბრალდების მოხსნის შესახებ. რუსეთში ქალთა უფლებების დამცველთა აზრით, ეს შემთხვევა არის ლაკმუსის ქაღალდი, რომელიც ნათელყოფს ქვეყანაში ოჯახური ძალადობისადმი დამოკიდებულებას.

ადვოკატმა ალექსეი ლიპცერმა რადიო თავისუფლებას 13 ივლისს განუცხადა, რომ საბრალდებო დასკვნა საბოლოოდ გაფორმდა და ის ახლა სასამართლოს გადაეცემა.

გამომძიებელთა თანახმად, 2018 წლის ივლისში კრესტინა, ანგელინა და მარია ხაჩატურიანებმა, რომლებიც მაშინ შესაბამისად 19, 18 და 17 წლისანი იყვნენ, საკუთარ სახლში, მოსკოვის გარეუბანში, მოკლეს მამა, მიხაილ ხაჩატურიანი.

გამომძიებელთა მიერ მოგროვილი მასალა შეიცავს სერიოზულ მტკიცებულებას მიხაილ ხაჩატურიანის მხრიდან ქალიშვილების მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის თაობაზე.

დეკემბრის დამდეგს საქმე პროკურატურას გადაეცა სასამართლო საქმის მოსამზადებლად.

მოგვიანებით გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორ გრინმა განაცხადა, რომ გამოძიება არასრულყოფილად ჩატარდა და მოითხოვა, ქალიშვილების ქმედებისთვის შეეცვალათ კლასიფიკაცია და ის თავდაცვად ეღიარებინათ, რაც გზას გაუხსნიდა მათ განთავისუფლებას. მაგრამ გასულ კვირაში გრინმა დაადასტურა თავდაპირველი ბრალდება, მკვლელობა, რის შედეგადაც საქმე, დიდი ალბათობით, სასამართლოს გადაეცემა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close