მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

ბენიამინ ნეთანიაჰუ: მთავრობამ ეკონომიკა ძალიან სწრაფად გახსნა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მთავრობამ ეკონომიკა ძალიან სწრაფად გახსნა.

„თუ უკან მივიხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბარებისა და საზეიმო დარბაზების გახსნა ძალიან ნაადრევი იყო“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ვირუსის მეორე ტალღას თითქმის ვერცერთი ქვეყანა ვერ აიცილებს თავიდან.

„ეს სიტუაცია საბედისწერო გადაწყვეტილებებს ითხოვს ყოველდღიურად, როდესაც ცდასა და შეცდომას შორის გიწევს ბალანსირება. ყველა ლიდერი ასე მოქმედებს. პირველი ტალღის დროს საოცარი წარმატება გვქონდა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ახლაც დაბალია, თუმცა კარანტინის რეჟიმმა ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობის რეაგირების კრიტიკა უსამართლო იყო, რადგან საზოგადოება ხელისუფლებაზე ზეწოლას ახორციელებდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა გახსნილიყო.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 1650 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.

6 ივლისს, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ისრაელის მთავრობამ სავარჯიშო დარბაზების, ბარების, კლუბებისა და საზეიმო დარბაზების დაუყოვნებლივი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close