fbpx
მოგზაურობასაზოგადოებასაქართველო

ევროკავშირის ქვეყნებიდან დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქეები სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლიან

საქართველოში საქმიანი ვიზიტები კი ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება, შესაბამისი მოთხოვნების დაცვით

ევროკავშირის ქვეყნებიდან დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქეები სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14-დღიან კარანტინს.

მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე გაითვალისწინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიდგომები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, მთავრობის პრესსსპიკერის თქმით, საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება, წინასწარ შესაბამისი ფორმის შევსებით და დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით.

მისივე განმარტებით, საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი ან გაიარონ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით.

ეს მოთხოვნა არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

„შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ როგორც ევროკავშირის ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს, ისე ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უპირობოდ უხსნის.

1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close