ამერიკელი პედოფილი, რომელსაც 1000-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ვადაზე ადრე გათავისუფლდა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.
ჯორჯიის შტატის მკვიდრი პიტერ მელორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 8-წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. სასამართლოს ვერდიქტის თანახმად, პედოფილმა უკვე მოიხადა სასჯელი. ამავე დროს, მხარის პროკურორმა განაცხადა, რომ სასამართლოს ვერდიქტს ვერ შეაჩერებს.
პიტერ მელორი 2011 წელს არასრულწლოვნების ფოტოების ფლობისთვის, ფაქტების გაყალბებისა და პირად ცხოვრებაში შეჭრის ბრალდებით დააკავეს. 2012 წელს გამოტანილი განაჩენის თანახმად, მოსამართლემ განაცხადა, რომ ბრალდებული მსოფლიოში ბავშვთა პორნოგრაფიის ყველაზე დიდ კოლექციას ფლობდა.
დაპატიმრებამდე პიტერ მელორი სამხარეო კომისიის წევრად მუშაობდა და დამოუკიდებელ ტელეარხს ფლობდა, რომელიც ტექნიკური კოლეჯის კამპუსში მდებარეობდა. პოლიციამ ამ ადგილიდან პორნოგრაფიული მასალების გავრცელების კვალს მიაგნო. ამ ფაქტზე ერთ-ერთი სტუდენტი იყო ეჭვმიტანილი, თუმცა ჩხრეკის შედეგად პედოფილის კომპიუტერში ბავშთა პორნოგრაფიის შემცველი 26 ათასი ფაილი იპოვეს.
imedinews.ge
კომენტარები