fbpx
ეკონომიკაიტალია

ავიაბილეთები გაყიდეს, შემდეგ კი რეისები გააუქმეს კორონავირუსის საბაბით

ანტიმონოპოლიური სამსახური Alitalia-სა და Volotea-ს წინააღმდეგ

მომხმარებელთა მრავალრიცხოვანი შეტყობინების საფუძველზე იტალიის ანტიმონოპოლიური სმსახურის ინიციატივით ორი წინასწარი გამოძიება და ორი სასამართლო დავა დაიწყო ავიკომპანიებთან – Alitalia-სა და Volotea-სთან დაკავშირებით. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

დავის საგანია ბილეთების გაყიდვა რეისებზე, რომლებიც შემდეგ ორივე ავიაკომპანიამ გააუქმა Covid-19-ის საბაბით მიუხედავად იმისა, რომ ისინი უნდა შესრულებულიყო პერიოდში, როცა სამთავრობო ზომებით დადგენილი გადაადგილების შეზღუდვა უკვე მოხსნილი იყო. ამის შესახებ ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა თავის წერილში დაწერა.

ანტიმონოპოლიური სამსახური განიხილავს საკითხს, რომელიც უკვე წამოწია ENAC-მა (იტალიის სამოქალაქო ავიაციის ეროვნული სააგენტო). სააგენტომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მზადაა შემოიღოს სანქციები კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც გაფრთხილების მიუხედავად ამ პრაქტიკას აგრძელებენ.

ორივე კომპანიამ გაუქმებული ბილეთების მფლობელებს ვაუჩერები შესთავაზა მათ მიერ უკვე გადახდილი თანხის დაბრუნების მაგივრად. ამას გარდა, არც Alitalia-მ და არც Volotea-მ არ მიაწოდეს მომხმარებლებს ადეკვატური ინფორმაცია, თუ რა უფლებები აქვთ მგზავრებს ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close