ოქროთი მოპირკეთებული პირველი სასტუმრო – „როდესაც აქ ჩამოვედი, თავი ფარაონად ვიგრძენი“ (ვიდეო)
თქვენ ვიეტნამი ღარიბი და საწყალი ქვეყნა გგონიათ? ნურას უკაცრავად – ამ ვიდეოს რომ ნახავთ, აზრს შეიცვლით. ზოგადად, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობილი სასტუმროების მხრივ ვიეტნამი ერთ-ერთი ყველაზე წინწასული ქვეყანაა მსოფლიოში, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ბუნების გამაოგნებლად ლამაზ ძეგლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
5000 კვ. მეტრი ფასადი და 400 სასტუმრო ნომერი, ჭერიდან იატაკამდე, ოქროთია მოპირკეთებული – ამ სრულიად ექსკლუზიურ გარემოს სთავაზობს სტუმრებს Dolce Hanoi Golden Lake-ი, რომელსაც მსოფლიოში პირველი „ოქროს სასტუმროს“ სახელზე აქვს პრეტენზია.
„როდესაც აქ ჩამოვედი, თავი მეფედ ვიგრძენი – ფარაონად, ეგვიპტის მეფედ, ასეთი განცდა სხვაგან არსად მქონია“, – ამბობს ერთ-ერთი სტუმარი.
სასტუმროში ერთი ღამის გატარების ფასი 250 აშშ დოლარიდან იწყება.
თამარ ქავჟარაძე
კომენტარები