საზოგადოებასაქართველო

თემურ თათარაშვილი: „თავი უნდა მომეკლა და შემთხვევით მამაო შემოვიდა ჩემთან, ამან გადამარჩინა“ (ვიდეო)

ქართული ესტრადის ვარსკვლავმა თემურ თათარაშვილმა თოქშოუ „პროფილში“ ციხეში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა. მისი თქმით, საკანში მარტო ყოფნისას თავის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, რასაც შემთხვევით გადაურჩა.

„ყველაზე რთული პერიოდი ციხეში გატარებული დრო იყო, ეს გახლდათ 16 თვე, მაგრამ თავიდან პირველი 3 თვე ვიყავი მარტო, თავის მოკვლა მინდოდა, ეს იყო პერიოდი, როცა ეს შხამი, ნარკოტიკი ჩემი ორგანიზმიდან გამოდიოდა, წამწამები და ფრჩხილებიც მტკიოდა… ყველაფერი მზად მქონდა. თავი უნდა მომეკლა და შემთხვევით მამაო შემოვიდა ჩემთან, ამან გადამარჩინა… სხვა მხრივ ციხეში ცუდად არ ვიყავი, ყველა თან მყვებოდა, მთხოვდნენ იმღერეო, ერთ ახალ წელს ბევრი ვიმღერე და მთელი ციხე ტაშს მიკრავდა“, – ამბობს თათარაშვილი.

მომღერლმა ის დროც გაიხსენა, როდესაც ნარკოტიკი გასინჯა: „ადამიანს ნარკოტიკს მხოლოდ მტერი სთავაზობს“, – ამბობს მომღერალი.

მისივე თქმით, ყოფილი ნარკომანები არსებობენ და ამის ყველაზე კარგი მაგალითი თავადაა.

„ნარკოტიკი ჩემს ცხოვრებაში  თურქეთის საზღვრების გახსნის შემდეგ მოვიდა, ერთმა ქალმა შემომთავაზა, უარი ვერ ვუთხარი და ამის მერე მოვიდა წამალი ჩემთან. ყველას ვეტყოდი, რომ ნარკოტიკს მხოლოდ მტერი თუ შემოგთავაზებთ, იმ პერიოდში ოჯახში ვიყავი აგრესიული, დაკომპლექსდა ჩემი შვილიც, მეგობრები მეჩხუბებოდნენ, მაია ჯაბუამ სილაც კი გამარტყა სახეში, საბოოლოოდ, როდესაც დამიჭირეს და ხალხმა ეს გაიგო, შემრცხვა და მაშინ გადავწყვიტე, დამენებებინა თავი“, – ამბობს თემურ თათარაშვილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close