„ნაპოლის“ ულამაზესი გულშემატკივარი ფლორიანა მესინა დიეგო მარადონასთან შეხვედრაზე ოცნებობს.
31 წლის სპორტულმა ჟურნალისტმა, ტელეწამყვანმა და სალსას მოცეკვავემ ნეაპოლში ერთ-ერთ კედელზე გამოსახული მარადონას ფონზე ფოტო გადაიღო, სოციალურ ქსელ Instagram-ში ატვირთა და ქვემოთ წარწერა მიაწერა.
„მარადონა ღმერთია, მარადონა ფეხბურთია! შენნაირი არავინაა, მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს – შენთან შეხვედრა“.
ფოტოს უკვე 50 ათასამდე მოწონება აქვს და Like-ების რაოდენობა სულ უფრო იზრდება.
imedinews.ge
კომენტარები