მსოფლიოპოლიტიკაnews

კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო ისრაელმა შეზღუდვები განაახლა

კორონავირუს SARS-CoV-2-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო ისრაელის მთავრობამ შეზღუდვების განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

მთავრობის დადგენილებით, შეზღუდვები, პირველ რიგში, შეეხება საზოგადოებრივ შეკრებებს: იკრძალება დახურულ სივრცეებში, მათ შორის, სახლებში 20-ზე მეტი ადამიანის შეკრება, სინაგოგებში, ღონისძიების დარბაზებში, ბარებსა და კლუბებში კი – 50-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა.

„კვირის დასაწყისში დაახლოებით 450 დაავადებული გვყავდა დღე-ღამეში, ახლა – თითქმის 1000. კვირიდან დღემდე ყოველდღიურად გამოვლენილ დაავადებულთა რაოდენობა გაორმაგდა… მძიმე ავადმყოფთა რაოდენობაც იზრდება… იძულებულნი ვართ შეზღუდვების პოლიტიკას დავუბრუნდეთ, რათა ეს ზრდა შევაკავოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ ტელემიმართვაში 2 ივნისს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, კორონავირუსთან ბრძოლას დრო დასჭირდება.

„შეცდომების შედეგები შეიძლება ძალიან ცუდი იყოს როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე ეკონომიკისთვის. ჩვენ დავადგენთ მინიმალურ შეზღუდვებს, რომლებიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლდ და ეკონომიკის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეზღუდვებით დაზარალდება, კომპენსაციას მიიღებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close