მილანის პოლიციის თანამშრომლებმა პარასკევს, 3 ივნისს 5 ადამიანი დააკავეს ფიქტიური ქორწინებების ორგანიზებისა და მიგრანტებისთვის იტალიური ენის გამოცდების შედეგების ფალსიფიკაციის ბრალდებით. ამის შესახებ ilmessaggero.it წერს.
პოლიციას დაკავებულების გარდა კიდევ 78 ეჭვმიტანილი ჰყავს – მათ შორის არიან იმ ცენტრების თანამშრომლებიც, რომლებიც მიგრანტებისთვის დოკუმენტებს გასცემენ.
გამოძიების ვერსიით, უკანონო ლეგალიზაციის დანაშაულებრივი ჯგუფის მთავარი „კლიენტები“ იყვნენ არალეგალური იმიგრანტები ჩრდილოეთ აფრიკიდან.
გამოცემის ცნობით, 5 დაკავებულიდან 2 უცხოელია, 3 კი – იტალიელი. მათ ბრალს წაუყენებენ არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობაში, დოკუმენტების გაყალბებაში, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაში.
კომენტარები