აშშ-ში, ვისკონსინის შტატში სათევზაოდ წასულმა ოჯახმა დათვის ბელი გადაარჩინა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ტრიშა ჰარტი და მისი ოჯახის წევრები ტბაზე ნავით გავიდნენ და შეამჩნიეს შეშინებული ცხოველი, რომელსაც თავი პლასტიკის ქილაში ჰქონდა გაჭედილი. მათ ბელთან მიახლოება შეძლეს და რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, ქილა თავიდან მოაშორეს.
მოგვიანებით ტრიშამ ბელის გადარჩენის პროცესის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა.
“We saved our little bear”
Family help bear cub after it got a plastic jar stuck on its head 🐻https://t.co/CDTgEKFZwr pic.twitter.com/ZWNOWXgwkZ
— BBC News (World) (@BBCWorld) June 30, 2020
imedinews.ge
კომენტარები