ამირან გამყრელიძე – ნუ შეშინდებით, მეორე პანდემია დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჩინეთში გრიპის ახალი ტიპის ვირუსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აცხადებს, რომ 21-ე საუკუნე ასეთი ახალი მოვლენებით „გაგვანებივრებს“.
მისივე თქმით, ახალი ინფექციები 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა აქვე ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ამ ტიპის ვირუსები პერიოდულად ჩნდება, მაგრამ მათი მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ხდება ადამიანზე გადამდები, შემდეგ კი – ეპიდემიის წყარო.
„ე.წ. ახლადწარმოშობილი დაავადებები და ახლადწარმოშობილი ინფექციები გახლავთ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც მოყვება იმ პროცესებს, რაც მიმდინდარეობს ჩვენს ეკოლოგიაში – გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება და ა.შ. ამიტომ ახლა ვირუსებზე „ძალიან დიდი ყურადღება“ არის.
მსგავს თემაზე: ჩინეთში აღმოაჩინეს გრიპის ახალი ტიპის ვირუსი, რომელმაც შესაძლოა პანდემია გამოიწვიოს – „ბიბისი“
კომენტარები