იტალიასაზოგადოება

კორონავირუსი იტალიაში: ინფიცირების და გარდაცვალების დღიური მაჩვენებლები თებერვლის დონეს დაუბრუნდა

ლომბარდიაში საჯარო ადგილებში, ღია ცის ქვეშ პირბადის ტარების რეჟიმი გახანგრძლივდა

იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს მიერ დღეს, 29 ივნისის საღამოს გამოქვეყნებული ახალი მონაცემების თანახმად, იტალიაში გასულ 24 საათში კოვიდ-19-ით 6 ადამიანი გარდაიცვალა (გუშინ – 22, გუშინწინ – 8), მათგან ერთი – ლომბარდიაში. მთლიანობაში კი მსხვერპლთა რიცხვი 34 744-ს შეადგენს. ამის შესახებ იტალიური საინფორმაციო სააგენტო Ansa წერს.

გამოჯანმრთელდა 189 196 ადამიანი და აქტიურ პაციენტთა რაოდენობა 185-ით შემცირდა, 16 496-მდე. მათგან 96 პაციენტი მძიმეა და რეანიმაციაშია მოთავსებული.

ვირუსის მატარებლების რიცხვი 126-ით გაიზარდა (176-ით – გუშინ), მათგან ინიფიცირების 78 ახალი შემთხვევა (61,9%) ლომბარდიაში გამოვლინდა. ამ დროისთვის იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა ჯამური რიცხვი, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 240 436-ს აღწევს.

სამოქალაქო დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გარდაცვალების და ინფიცირების დღიური მაჩვენებლები თებერვლის ბოლოს არსებულ დონეს დაუბრუნდა, როდესაც ეპიდემია ჯერ მხოლოდ იწყებოდა.

მიუხედავად აშკარად გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა, ლომბარდიის რეგიონის (დედაქალაქიმილანი) გუბერნატორმა ატილიო ფონტანამ 29 ივნისს განაცხადა, რომ ღია ცის ქვეშ, საჯარო ადგილებში პირბადის ტარების რეჟიმი კიდევ 15 დღით გაგრძელდება. გადაწყვეტილება მილანელ ექიმებთან ერთად მიიღეს და გაპირობებულია იმით, რომ მართალია იტალიაში ეპიდემია სტაბილურად უკან იხევს, ახალი დაავადებულების დიდი ნაწილი ძველებურად ლომბარდიის მცხოვრებია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close