fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიაში ხელბარგის თვითმფრინავში ატანა აკრძალეს

იტალიაში ავიარეისებზე ხელბარგის თვითმფრინავებში ატანა აკრძალეს. როგორც იტალიის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში განაცხადეს, თვითმფრინავის ზედა თაროებზე ბარგის განთავსება აკრძალული იქნება.

ამასთან, თვითმფრინავში  კვლავ დაშვებული იქნება მცირე ზომის ჩანთებისა და სხვა ნივთების ატანა, რომელთა მოთავსებაც შესაძლებელია მგზავრის სკამის ქვეშ ან წინ.

როგორც იტალიის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში განმარტავენ, ეს აუცილებელია, რათა თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას მგზავრებმა სოციალური დისტანცია არ დაარღვიონ.

მათივე ინფორმაციით, ყველა მგზავრს უფასოდ შეეძლება ჩანთების საბარგო განყოფილებაში მოთავსება.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close