fbpx
მოგზაურობაnewsსაქართველო

საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომელთა მოქალაქეებსაც პირველი ივლისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები იმ ქვეყნების სიაზე შეთანხმდნენ, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან შესვლა შეეძლებათ. 14 ქვეყანას შორის საქართველოცაა. საბოლოო სია ოფიციალურად ორშაბათს ხმათა უმრავლესობით უნდა დამტკიცდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ლე მონდი“ ავრცელებს.

აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: აშშ, რუსეთი, ისრაელი, თურქეთი და საუდის არაბეთი, ქვეყნები სადაც კოვიდ-19-ის პანდემია მწვავე ფაზაშია.

საქართველოს გარდა იმ 14 ქვეყანას შორის, რომლისთვისაც პირველი ივლისიდან ევროკავშირის საზღვრები გაიხსნება, ასევე ფიგურირებს ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, კანადა, მონტენეგრო, სერბეთი, ტაილანდი, ურუგვაი, რუანდა, ალჟირი, მაროკო და ტუნისი.

აღსანიშნავია, რომ ცალკეული სახელმწიფოებისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო არ არის, თუმცა სახელმწიფოთა შორის ორმხრივ შეთანხმებებს ამარტივებს.

1tv.ge

მსგავს თემაზე: ევროპა საზღვრებს ხსნის, საქართველო – არა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close