კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 29 ივნისი – 5 ივლისი
29 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. თქვენი ძალისხმევა ბოლოს და ბოლოს შედეგების მოტანას დაიწყებს. სასიხარულო სიახლეები გელოდებათ. არცთუ ისე ხელსაყრელი დროა მეუღლეთა ურთიერთობებისთვის. შესაძლოა გრძნობების გაციება, აპათია, გულგრილობა. მდგომარეობას პირადად თქვენი აქტიურობით გამოასწორებთ. გადადგით პირველი ნაბიჯი, მოუწყვეთ მეუღლეს სასიამოვნო სიურპრიზი, შეხვედრა. ეს გაადნობს ყინულს თქვენ შორის.
5 ივლისს სავსე მთვარეა. ამ დღეს შეიძლება „ფლირტის დღე“ ეწოდოს. ქალბატონები გაეპრანჭეთ მამაკაცებს, რომლებიც მოგწონთ. მაშინაც კი, თუ დაქორწინებული ხართ, ნუ მოაკლებთ საკუთარ თავს სიამოვნებას, მიიპყროთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღება! მაგრამ SOS! – ზომიერება ყოველთვის საჭიროა!
ამ პერიოდის განმავლობაში თქვენთვის სასარგებლო იქნება მსუბუქი, ძალდაუტანებელი ურთიერთობა. გარდა ამისა, შეგიძლიათ საკუთარ თავს ფლირტის ნება მისცეთ, რომელიც არაფერს გავალდებულებთ. განწყობა ჯობია უკეთესი გქონდეთ, ამიტომ შეეცადეთ უფრო ხშირად გაახაროთ საკუთარი თავი. მაგალითად, საღამოს შეხვდით მეგობრებს ფინჯან ჩაიზე.
არასასიკეთო დღე: 4 ივლისი
კურო
ვარსკვლავები გირჩევენ მთლიანად ჩაერთოთ საქმეში: ახლა თქვენი საქმიანობა ისე პროდუქტიული იქნება, როგორ არასდროს. გარემოებები ხელსაყრელია ფინანსური მანიპულაციებისთვის. მაშინაც კი, თუ თქვენი შემოსავალი სტაბილურია, უარი არ თქვათ მისი გაზრდის შესაძლებლობებზე, რომლებსაც შემოგთავაზებენ. ეჭვი არ შეგეპაროთ, ასეთი წინადადებები ცოტა არ იქნება.
არასასიკეთო დღე: 2 ივლისი
ტყუპი
დროა სერიოზული საკითხების მოგვარება დაიწყოთ, რომლებიც გადაუდებელ გადაწყვეტას საჭიროებენ. მნიშვნელოვანი ღონისძიებები უკეთესია ორშაბათს, 29 ივნისს დაგეგმოთ. ამ დღეს ბედი ნამდვილად გაგიღიმებთ. თავისუფალი დრო დაუთმეთ კარგ დასვენებას, კითხვას, ხელსაქმეს.
არასასიკეთო დღეები: 30 ივნისი, 4 ივლისი
ამ პერიოდის განმავლობაში რეკომენდებულია თვითგანვითარებითა და ინტელექტუალური საქმიანობით დაკავდეთ. აი, დასვენებას რაც შეეხება, უნდა მოიცადოთ. თქვენი წარმატებების წყალობით სამსახურში ყურადღების ცენტრში იქნებით. თქვენ ეგ დაიმსახურეთ! შეეცადეთ სახლში საყვარელ ადამიანებს არ შეეწინააღმდეგოთ, თავი შეიკავეთ.
სასიკეთო დღე: პირველი ივლისი
არასასიკეთო დღეები: 2, 3, 4, 5 ივლისი
ახლა მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციოთ დეტალებს, რათა მნიშვნელოვანი რამ არ გამოტოვოთ. პირველ ივლისს დაგჭირდებათ არასტანდარტული მიდგომა და სწრაფი რეაგირება ცვალებად გარემოებებზე. შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად ბუნებაში გაატარეთ, ეს დაგეხმარებათ აღიდგინოთ ძალები შემდგომი მუშაობისთვის.
სასიკეთო დღეები: 30 ივნისი, პირველი ივლისი
არასასიკეთო დღე: 5 ივლისი
ბევრი პრობლემა, რომელიც ადრე მნიშვნელოვანი ჩანდა თქვენთვის, ახლა აქტუალურობას კარგავს. თქვენ განიტვირთებით და შეგიძლიათ დაისვენოთ ბოლო კვირების დაძაბული გრაფიკისგან. ირგვლივ მყოფები კარგი ახალი ამბებით გაგახარებენ. ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ყურადღება გამოიჩინეთ ბავშვებთან. ფრთხილად იყავით გზაზე.
სასიკეთო დღე: 30 ივნისი
არასასიკეთო დღე: 4 ივლისი
კარგი დროა, რათა საკუთარ თავზე იზრუნოთ. დიდი ხანია გინდათ დიეტა დაიცვათ? ახლა დაიწყეთ! გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველაფერი გამოგივათ. უახლოეს მომავალში ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს და მოგზაურობას. შეეცადეთ ნაკლებად დაიძაბოთ და არ იფიქროთ წვრილმანებზე, მოაწესრიგეთ თქვენი დღის რეჟიმი.
არასასიკეთო დღეები: 29 ივნისი, 2 ივლისი
მორიელი
თქვენი ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. გამორიცხული არ არის მოულოდნელი მოგება ნახოთ. ეს ფული ძალიან გამოგადგებათ. კარგი იქნება პროფილაქტიკისთვის რამდენიმე სავალდებულო ტესტის გავლა და ექიმის კონსულტაცია მათ შედეგებთან დაკავშირებით.
სასიკეთო დღე: პირველი ივლისი
არასასიკეთო დღე: 29 ივნისი
მშვილდოსანი
ამ პერიოდის განმავლობაში უნდა შეეცადოთ, რომ ემოციები შეიკავოთ. უმჯობესია დაუთმოთ, ვიდრე ურთიერთობის გარკვევას შეეცადოთ. ეს პერიოდი თქვენთვის ყველაზე მეტად დაძაბული იქნება. განეწყვეთ იმისთვის, რომ ეს კვირა „გადააგოროთ“, მერე ყველაფერი კარგად იქნება. შაბათ-კვირას გადით ქალაქგარეთ ბუნებაში, რათა კარგად დაისვენოთ.
სასიკეთო დღე: პირველი ივლისი
არასასიკეთო დღეები: 29 ივნისი, 2 ივლისი
თქვენი აზრები ცხოვრებაზე ფიქრით იქნება დაკავებული. გამორიცხული არ არის, რომ მეორე ნახევარმა მეტი ყურადღება მოითხოვოს. ამ პერიოდის განმავლობაში მარტოხელა თხის რქები შესაძლებელია ნამდვილ სიყვარულს შეხვდნენ. სამსახურში არ დაკარგოთ თვითკონტროლის გრძნობა. თუ რაღაც არ გამოგდით, ნუ დაიშურებთ ძალისხმევას და სასურველ შედეგს მიიღებთ.
სასიკეთო დღე: პირველი ივლისი
არასასიკეთო დღე: 4 ივლისი
ყურადღებით წაიკითხეთ დოკუმენტები, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში თქვენს ხელში გაივლის. შესაძლოა იმედგაცრუება ოჯახში: არც თქვენ, არც თქვენი მეუღლე არ მოინდომებთ, რომ კომპრომისზე წახვიდეთ. მთავარია ასეთ მომენტებში პრობლემებს კი არ გაექცეთ, არამედ შეეცადეთ მათ მოგვარებას.
სასიკეთო დღე: პირველი ივლისი
არასასიკეთო დღე – 30 ივნისი
ახლა დაუღალავად მუშაობა მოგიწევთ და ჯილდოც სათანადო იქნება. ასე რომ, მის მისაღებად ყველაფრის გაკეთება ღირს. ხუთშაბათს, 2 ივლისს მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით. შესაძლოა მან ბევრი რამ შეცვალოს თქვენს ცხოვრებაში. მოემზადეთ ამ ცვლილებებისთვის!
არასასიკეთო დღეები: 2, 3 ივლისი
თამთა გურული
კომენტარები