fbpx
newsსაბერძნეთი

რაზე ისაუბრეს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტმა?

დღეს, 26 ივნისს, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

ორმა ლიდერმა განიხილა კორონავირუსის პანდემიის შედეგები და ვირუსთან გამკლავების მცდელობები, ასევე საზღვრების გახსნასა და ტურისტული ნაკადის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები. მიცოტაკისი და ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ ორმხრივ მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.

Newsbomb.gr წერს, რომ სამთავრობო ბანაკიდან მის მიერ მიღებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი შედგა, როგორც მცდელობა, აღდგეს კომუნიკაციის არხები ორ მხარეს შორის.

მოლაპარაკებები დაიწყო მაშინ, როდესაც დაძაბულობამ ძალიან მაღალ დონეს მიაღწია ანკარის მხრიდან მუქარის და კრეტის სამხრეთით ძალის დემონსტრირების გამო.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის სამთავრობო ბანაკი ჩვეულებრივ, აცხადებს ხოლმე: „ჩვენ გვსურს ანკარასთან კავშირის შენარჩუნება, თუმცა დიალოგში ორი მხარის მონაწილეობაა საჭირო“.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close