fbpx
newsსპორტი

„ლივერპული“, ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ინგლისის ჩემპიონი გახდა

საფეხბურთო კლუბმა „ლივერპულმა“, ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ინგლისის ჩემპიონატი მოიგო.

ინგლისის პრემიერ-ლიგის 2019-2020 წლების სეზონის გამარჯვებული ჩემპიონატის დამთავრებამდე, 25 ივნისს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც მეორე ადგილზე მყოფმა „მანჩესტერ სიტიმ“ 31-ე ტურის გასვლითი შეხვედრა დათმო „ჩელსისთან“ (1:2) და „ლივერპულის“ დაწევის თეორიული შანსი დაკარგა.

გერმანელი მწვრთნელის, იურგენ კლოპის ხელმძრვანელობით „ლივერპულმა“ ქვეყნის ჩემპიონატი ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მოიგო, თუმცა თავისი ისტორიის მანძილზე  მე-19-ედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

„ეს ისეთი მომენტია, გაოგნებული ვარ“, – განუცხადა იურგენ კლოპმა ტელეარხ Sky Sports-ს. ამასთან, მან გულშემატკივრებს მოუწოდა, პანდემიის გამო სახლში დარჩნენ, ან „სურვილის შემთხვევაში სახლთან ახლოს შეიკრიბონ და სხვაგან არსად წავიდნენ“.

გერმანელმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გუნდის ხელმძღვანელობა 2015 წელს ჩაიბარა.

1992 წელს პრემიერ-ლიგის დაარსების შემდეგ „ლივერპულმა“ მოიგო: ინგლისის თასი, ინგლისის ლიგის თასი, უეფას (ევროპის საფეხბურთო ასოციაციის კავშირი) თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

წყარო: DW

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close