fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

დანიის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის სამიტის გამო ქორწილი გადადო

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეთე ფრედერიქსენმა ევროკავშირის სამიტის გამო ქორწილი გადადო.

კოვიდ 19-ისგან აღდგენის ფონდის ინიციატივებზე სამიტი 17-18 ივლისს გაიმართება. ეს პირველი შეხვედრაა, რომელსაც ლიდერები დაესწრებიან მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა კორონავირუსთან დაკავშირებით საზღვრები ჩაკეტეს.

დანიის მთავრობის მეთაურს 18 ივლისს უნდა ექორწინა. მეთე ფრედერიქსენმა ფეისბუქში დაწერა, რომ მას „დანიის ინტერესები უნდა დაეცვა“.

დანიის პრემიერმა ქორწილი უკვე მესამედ გადადო. თავდაპირველად მეთე ფრედერიქსენს ქორწილი 2019 წლის ზაფხულში უნდა ჰქონოდა, თუმცა მაშინ ქორწილი საყოველთაო არჩევნების გამო გადაიდო.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close