მსოფლიოპოლიტიკა

გერმანიაში ლენინის ძეგლი დადგეს

გერმანიაში ლენინის ძეგლი დადგეს. მონუმენტის დადგმის ინიციატორი გერმანიის მარქსისტ-ლენინისტური პარტიაა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Welt-ი ავრცელებს.

პროლეტარიატის ბელადის ძეგლი დასავლეთ გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში დადგეს, მარქსისტულ-ლენინური პარტიის შტაბბინასთან.

1957 წელს შექმნილი 2 მეტრის და 15 სმ სიმაღლის ძეგლის ავტორი ჩეხი მოქანდაკეა. თუჯის მონუმენტი გერმანული პარტიის წევრებმა ebay-ზე16 000 ევროდ იყიდეს ავსტრიელი გამყიდველისგან.

„ჩვენ გადავწყვიტეთ ძეგლი დავუდგათ რევოლუციონერ, მშვიდობისთვის მებრძოლ მარქსისტს, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს მომავალს და სოციალიზმის ახალ ეპოქას კაპიტალიზმის გარეშე“, – განაცხადა მარქსისტ-ლენინისტური პარტიის ლიდერმა გაბი ფაჰთნერმა. მისი თქმით, „ლენინი წამყვანი მსოფლიო მოაზროვნე და მასებისთვის დემოკრატიის და თავისუფლების პიონერია“.

პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალაქის მცხოვრებთა ონლაინ გამოკითხვა ჩაატარეს და 68% ძეგლის დადგმის მომხრე აღმოჩნდა.

გელზენკირხენში ლენინის ძეგლის დადგმა ყველა სხვა პარტიამ გააპროტესტა. ქალაქის მერის, ფრენკ ბარანოვსკის თქმით, „უცნაურია ქალაქში ამგვარი, პიროვნების ბრმა კულტის ძეგლის არსებობა“.

ლენინის ძეგლის დადგმაზე დავა სასამართლოში მიმდინარეობდა. სასამართლომ მოწინააღმდეგეთა არგუმენტები არასათანადოდ მიიჩნია და ძეგლის დადგმის ნებართვა გასცა.

გერმანიის მარქსისტ-ლენინისტური პარტია 1982 წელს შეიქმნა და 3000 წევრს აერთიანებს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close