fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ისრაელის ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა

ისრაელის ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის მეორე ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა.

კორონავირუსის ეროვნული ინფორმაციისა და ცოდნის ცენტრმა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დირექტორატის და ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს, ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ თუ ახალი ინფექციების შესამცირებლად დაუყოვნებლივი ნაბიჯები არ გადაიდგმება, ერთ თვეში შესაძლოა ყოველდღიურად ათასობით ახალი შემთხვევა და ასობით მსხვერპლი იყოს.

ანგარიშის თანახმად, ინფექციის ახალი ტალღა თავისი მახასიათებლებით პირველი ტალღისგან განსხვავდება, მაგრამ არანაკლებ მკაცრია.

სპეციალურ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ისრაელში შესაძლოა სრული საკარანტინო ზომების მიღების საჭიროება დადგეს. ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად 200-ს აჭარბებს.

ისრაელში კორონავირუსული ინფექციით უკვე 305 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირების შემთხვევების რიცხვი კი 20 000-ს აჭარბებს.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close