ქართველები უცხოეთშიnewsიტალიამიგრაცია

იტალია: ქართველთა სათვისტომო „კოლხეთი“ ნეაპოლში ემიგრანტებთან შეხვედრას გამართავს „სანატორია 2020“-თან დაკავშირებით

იტალიაში ქართველთა სათვისტომო „კოლხეთი“, სოციალური ხელშეწყობის ასოციაციასთან „ნინა და საქართველო“ ერთად, 21 ივნისს ნეაპოლში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრა ასოციაციის ოფისში 14:00 საათზე დაიწყება და მისი მიზანია „სანატორია 2020“-თან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

„ჩვენს თანამემამულეებთან შეხვედრას სამი ძირითადი მიზანი აქვს: არალეგალებისადმი კონსულტაციების გაწევა ქვეყანაში ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად, დარღვეული სამუშაო უფლებების აღდგენაში დახმარების გაწევა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მხარეც უცხოეთში მყოფი ადამიანისთვის, რომ მის გვერდით არის მის ენაზე მოსაუბრე, მისი ინტერესების დამცველი სტრუქტურა“, – ამბობს ქართველთა სათვისტომო „კოლხეთის“ ხელმძღვანელი ბეგი თავართქილაძე.

სათვისტომოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მომავალში მსგავსი შეხვედრები სხვა ქალაქებშიც გაიმართება. შემდეგი შეხვედრა ფლორენციაში იგეგმება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close