fbpx
კრიმინალიმსოფლიოპოლიტიკა

გერმანია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით იმუქრება – გერმანული მედია

გერმანია საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით იმუქრება. შესაბამისი განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა გააკეთა.

ჰაიკო მაასის თქმით, „ფედერალური მთავრობა ამ საქმეზე შემდგომი ნაბიჯების გადადგმის უფლებას იტოვებს“.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიტუაციას „უკიდურესად მნიშვნელოვანი“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს საქმე სასმართლო პროცესის დროს უნდა იყოს გამოძიებული.

მისივე თქმით, დღესვე გერმანიაში რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში მიიწვიეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთაში რუსეთი დაადანაშაულა.

1tv.ge

ამავე თემაზე: ბერლინში პანკისის მკვიდრი, ჩეჩნეთის ომის მონაწილე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

მერკელი: დიპლომატები გავაძევეთ, ვინაიდან მოსკოვი ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში არ თანამშრომლობს

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იზოლატორში ლიკვიდაცია იგეგმებოდა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close