საზოგადოებასაქართველო

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა, რომელშიც ადამიანები იმყოფებოდნენ

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩის 6ა ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის, ერთი 15 წლამდე ასაკის მოზარდი. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, არასრულწლოვანს დაბეჟილობა და ნაკაწრები აღენიშნება, დანარჩენებს – ქვედა კიდურების მოტეხილობები.

დაშავებულები სასწრაფომ სტაციონარში გადაიყვანა.

როგორც საქართველოს პირველ არხს იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, 15 წლამდე ასაკის მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას უმნიშვნელო დაზიანება აქვს ფეხის არეში და ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა.

ორი პაციენტი „ევექსის“ კლინიკაშია გადაყვანილი, ერთი კი – „მედიქალ სითიში“ .

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია).

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close