ხელოვნებასაბერძნეთი

ქართველი საოპერო ვარსკვლავი ანიტა რაჭველიშვილი ათენში კონცერტს გამართავს

საბერძნეთში პანდემიის შემდეგ კულტურის აღორძინება ქართველი მომღერლის კონცერტით იწყებაყება

საბერძნეთის ეროვნული ოპერის ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეროვნული ოპერა კულტურულ აქტივობას ერთ თვეში განაახლებს და პირველ კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ჩვენი დროის წამყვანი მეცო-სოპრანო, მსოფლიო საოპერო ვარსკვლავი ანიტა რაჭველიშვილი.

ღონისძიება 2020 წლის 18 ივლისს გაიმართება ათენის ჯადოსნურ არქეოლოგიურ უბანში, აკროპოლისისა და რომაული აგორას ჩრდილში. კონცერტი წარმოადგენს დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების ნაწილს, რომელთა საერთო სახელწოდებაა „მთელი საბერძნეთი – ერთი ცივილიზაცია“ და მათი პირდაპირი რეპორტაჟები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაიცემა.

ანიტა რაჭველიშვილი, საბერძნეთის ეროვნულ ოპერასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, სიამოვნებით დათანხმდა სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგოს კუმედაკის წინადადებას, ჩამოსულიყო ათენში და გაემართა არაკომერციული კონცერტი, რომლის გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის იქნება ის, რომ საბერძნეთში პანდემიის შემდეგ კულტურის აღორძინება იწყება. კონცერტის პროგრამაშია პოპულარული არიები ჯუზეპე ვერდის, ფრანჩესკო ჩილეასა და სხვა კომპოზიტორების ოპერებიდან.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close