მსოფლიოსაზოგადოება

კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ფერადკანიანი სტუდენტებისთვის გამონაკლისის დაშვებაზე უარის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ფერადკანიანი სტუდენტებისთვის გამონაკლისის დაშვებაზე უარის გამო კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი დროებით სამსახურიდან გაათავისუფლეს.

გორდონ კლეინი, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტში ბიზნესსკოლის ერთ-ერთi პროფესორია, სამსახურიდან სტუდენტების მოთხოვნით გაათავისუფლეს. სტუდენტებმა კლეინს წერილი მისწერეს, სადაც მას გამოცდების გადადებას და ფერადკანიანი სტუდენტებისთვის ნიშნების შედარებით ლმობიერად დაწერას სთხოვდნენ, რაზეც კლეინმა უარი განაცხადა.

საპასუხო წერილში კლეინმა სტუდენტებს აცნობა, რომ ეს მოთხოვნა უნივერსიტეტის მიერ გაწერილ ნორმებში არ ჯდება. საპასუხო წერილში კლეინმა მარტინ ლუთერ კინგის ციტატა გამოიყენა და სტუდენტებს უთხრა, რომ კინგი მათ მიმართ კანის ფერის გამო განსხვავებულ დამოკიდებულებას არ მოიწონებდა. პროფესორმა ასევე აღნიშნა, რომ მაშინ მსგავსი შეღავათები მინესოტელი თეთრკანიანი სტუდენტებისთვისაც უნდა დაწესდეს „რადგან ისინი დიდი ალბათობით კიდევ უფრო დათრგუნულები არიან, რადგან ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო მათ ყველა რასისტებად მიიჩნევს.

წერილის გასაჯაროების შემდეგ კლეინის სამსახურიდან გაშვების პეტიციას ხელი დაახლოებით 20 000-მა სტუდენტმა მოაწერა. ის უნივერსიტეტიდან დროებით გაათავისუფლეს, თუმცა გორდონ კლეინი ახლა სტუდენტებისგან ბოდიშს და მისი შელახული რეპუტაციის აღდგენას ითხოვს.

კლეინის თქმით, მომხდარის შემდეგ მას მუქარის შემცველ წერილებსაც კი უგზავნიან.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close