მოგზაურობასაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: ტურიზმის გახსნა – წესები ათენისა და თესალონიკის აეროპორტებისთვის

როგორ იცავენ აეროპორტები მგზავრებს კორონავირუსისგან და რა მოეთხოვებათ, თავის მხრივ, მგზავრებს

ათენისა და თესალონიკის საერთაშორისო აეროპორტები მზად არიან, რადგან Covid-19-ის პრევენციისთვის უკვე მიღებულია ყველა საჭირო ღონისძიება.

ათენის „ელეფთერიოს ვენიზელოსის“ აეროპორტში, სადაც ამ თვეების განმავლობაში კონკრეტულ ქვეყნებთან საერთაშორისო ფრენები არ შეჩერებულა, ამიერიდან მოხსნილია შეზღუდვა იტალიიდან, ესპანეთიდან და ნიდერლანდებიდან საბერძნეთში ვიზიტორების ჩასვლაზე (რაზეც თავდაპირველად იყო საუბარი, როდესაც საბერძნეთმა გამოაცხადა ის ქვეყნები, რომლებისთვისაც 15 ივნისიდან საზღვარს ხსნიდა). ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკისთვის ფრენები დაიშვება მხოლოდ აუცილებელი მოგზაურობისთვის (ანუ არატურისტული მიზნებისათვის), ხოლო აკრძალვა შენარჩუნებულია დიდი ბრიტანეთისა და თურქეთისთვის, EASA-ს ჩამონათვალის მიუხედავად.

თესალონიკის აეროპორტი „მაკედონია“, სამთვიანი შეზღუდვის ზომების შემდეგ, კვლავ იწყებს პირდაპირი ფრენებს მიღებას საზღვარგარეთიდან. ამრიგად, 15 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით ყველა საერთაშორისო ფრენა ნებადართულია, გარდა რეისებისა იტალიიდან, ესპანეთიდან, ნიდერლანდებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, ალბანეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკიდან.

ქვეყნის მაშტაბით ყველა სხვა აეროპორტში საერთაშორისო რეისების განხორციელება დაიწყება პირველ ივლისს, ხოლო ევროკავშირთან ერთად განიხილება ავიამიმოსვლის აღდგენა იმ ე. წ. მესამე ქვეყნებთან (ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები), რომლებიც ფრენების აკრძალვის სიიდან ამოღებულია.

ათენისა და თესალონიკის აეროპორტები მზად არიან მგზავრების მისაღებად

აეროპორტებში სავალდებულოა დადგენილი წესების ზედმიწევნით შესრულება, როგორიცაა: ხელისა და რესპირატორული ჰიგიენა, ნიღბის სავალდებულო გამოყენება, დისტანციის დაცვა. ზედაპირებისა და სივრცეების  გაწმენდის და დეზინფექციის უწყვეტად განხორციელება, განსაკუთრებით – იქ, სადაც „კონტაქტი“ არსებობს, ძირითადი პირობაა მგზავრებისა და თანამშრომლების დასაცავად როგორც ათენის, ისე თესალონიკის და, აგრეთვე, ქვეყნის ყველა აეროპორტში.

მგზავრებისათვის, რომლებიც საზღვარგარეთ და საზღვრებს შიგნით მოგზაურობენ, ძირითადი წესები შემდეგია:

  • აეროპორტის შენობაში შესვლა დასაშვებია მხოლოდ მათთვის, ვინც მოგზაურობს და ავიაკომპანიის ბილეთის მფლობელია, გარდა განსაკუთრებული გამონაკლისებისა (მცირეწლოვანის ან შშმ პირის თანმხლების შემთხვევაში);
  • ნიღბის გამოყენება სავალდებულოა ყველასათვის უკვე აეროპორტის შესასვლელიდან და მთელი ის პერიოდი, სანამ  მოგზაური აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფება.
  • მგზავრებს შეიძლება მოსთხოვონ პირბადის მოხსნა უსაფრთხოების კონტროლისა და პირადობის მოწმობის შემოწმების პროცესში. ნიღბის გამოყენება ასევე სავალდებულოა როგორც ჩასხდომის პროცესის განმავლობაში, ისე ფრენის დროს, ხოლო რეკომენდებულია პირბადის შეცვლა ყოველ 4 საათში.
  • თანამშრომლები აღჭურვილნი არიან დამცავი პირადი ყველა მოწყობილობით (ნიღბები, ხელთათმანები, ანტისეპტიკური სითხე), რომლებსაც ისინი იყენებენ მთელი თავიანთი საქმიანობისას.
  • დისტანციის დაცვა (1.5 მეტრი) აეროპორტებში უნდა გაკონტროლდეს პროცედურების ყველა ეტაპზე.  სპეციალური ეტიკეტები ეკრანებზე, ბანერებზე და ვიზუალური ინსტრუქციები გააადვილებს დისტანციის დაცვას, ასევე გაკეთდება რეგულარული აუდიოანონსი აეროპორტის  სხვადასხვა ადგილას. რეგულარულად მოხდება, აგრეთვე, ზედაპირების წმენდა და დეზინფიცირდება სპეციალური საშუალებებით, ხოლო აეროპორტის პერსონალი უზრუნველყოფს მგზავრების ინფორმირებას და ზედამხედველობის  გაუწევს, რომ მათ წესები დაიცვან.
  • არსებობს ანტისეპტიკები აეროპორტების სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, ტუალეტებში, რომლებიც მგზავრებისთვის არის განკუთვნილი, აგრეთვე, მოგზაურობის პროცესის ყველა ეტაპზე (გამგზავრებისას, ჩამოფრენის დროს). რაც შეეხება პლასტიკურ კალათებს, რომლებშიც მგზავრები შესვლისას თავიანთ ტანსაცმელს და საგნებს განათავსებენ, მათი დეზინფექცია ყოველი გამოყენების შემდეგ ხდება.
  • ხელმისაწვდომი ელექტრონული პროგრამებისა და სერვისების გამოყენება  წახალისებულია როგორც აეროპორტში გამგზავრებამდე (web check-in ვებშემოწმებისას), ისე აეროპორტში (web check-in, self check in, შემოწმება, ბარგის ეტიკეტის ამობეჭდვა, პროცესი drop off baggage, eparking, გამგზავრება).
  • მგზავრებმა დაშორებები უნდა დაიცვან აეროპორტის  მოსაცდელშიც, სადაც წინასწარ განსაზღვრულია, რომელ სავარძლებზე შეიძლება დჯდომა და რომლებზე – არა.

დისტანცირების წესი არ ეხება ოჯახებსა და წყვილებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრებს; შშმ მგზავრებისთვის, აეროპორტის ტერიტორიაზე დიდხანს ყოფნის თავიდან ასაცილებლად, არსებობს სპეციალური ოთახი, ხოლო როგორც სატრანსპორტო ეტლები, ისე სატრანსპორტო საშუალებები იწმინდება და მათი დეზინფექცია ხდება რეგულარულად, ინტერვალებით – გამოყენებამდე და მის შემდეგ, რათა უზრუნველყონ Covid-ისგან მგზავრების მაქსიმალური დაცვა.

აღსანიშნავია, რომ ფრენის პირობებსა და სხვა დეტალებთან დაკავშირებით  მგზავრებს ურჩევენ, ინფორმაცია მიიღონ იმ ავიაკომპანიისგან, საიდანაც იმოგზაურებენ. კომპანიებს ექნებათ ინფორმაცია იმ წესების შესახებაც, რომლებიც ვრცელდება აეროპორტებში, სადაც მიფრინავთ.

ΔΑΑ: „ყველა წესი და ზომა სათანადოდ შესრულდება ჩვენი მგზავრების უსაფრთხო და სასიამოვნო მოგზაურობისთვის“

როგორც ათენის საერთაშორისო აეროპორტის კომუნიკაციისა და მარკეტინგის დირექტორმა იოანა პაპადოპულოსმა განუცხადა ათენურ-მაკედონიური ახალი ამბების სააგენტოს: „ათენის აეროპორტი ორშაბათიდან, 15 ივნისიდან იფუნქციონირებს თავისი მორიგი  „დანიშნულებისთვის“: ის შეძლებს მიიღოს უფრო მეტი საერთაშორისო რეისი და ვიზიტორები უცხოეთიდან. აეროპორტის  ყველა სივრცეში  და ინფრასტრუქტურაში მკაცრად იქნება დაცული ყველა წესი, რომელსაც ევროპული და ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები მოითხოვენ“.

მისივე თქმით, საერთაშორისო აეროპორტი ვალდებულია იზრუნოს მგზავრებისა და თანამშრომლების დაცვაზე ყველა სათანადო ზომით, რომელიც ქმნის უსაფრთხო გარემოს, როგორიცაა: სივრცეებისა და ზედაპირების დადგენილი წესებით გაწმენდა-დეზინფექცია და სათანადო კონდიცირება, რომელიც უზრუნველყოფს სუფთა, განახლებული ჰაერის გატარებას. ასევე, ხელის ჰიგიენის  ანტისეპტიკური სითხეები განთავსებულია აეროპორტის 300-ზე მეტ წერტილში, ხოლო დამახასიათებელი მწვანე მანიშნებლები რეგულარულად აცნობებს და ახსენებს მგზავრს იმ ახალ ჩვევებზე, რომლებიც მიზნად ისახავს საკუთარი თავის და გარშემო მყოფების დაცვას – როგორიცაა ნიღბის სავალდებულო გამოყენება აეროპორტში, აგრეთვე, ფრენის დროს და დისტანცირება.

პერსონალი აღჭურვილია პირადი დაცვის ყველა საშუალებით, რომელსაც ისინი იყენებენ მთელი სამუშაოების განმავლობაში და ყველა წერტილში არის დამცავი ზედაპირი/ პლექსიგლასი, როგორიცაა ბილეთების ოფისები და ინფორმაციის ოფისი.

თესალონიკის საერთაშორისო აეროპორტი „მაკედონია“

საკარანტინო სეზონის შემდგომ თესალონიკის საერთაშორისო აეროპორტი არა მხოლოდ მზადაა კვლავ მიიღოს რეისები საზღვარგარეთიდან, არამედ მას მომსახურების მნიშვნელოვნად  გაზრდილი შესაძლებლობები აქვს.

აეროპორტის ყველა სფეროში კორონავირუსისგან დაცვის ზომები მიღებულია, იტყობინება Fraport Greece-ის პრესსამსახური, რომელიც აცხადებს, რომ ყველა, „14-ვე რეგიონულ აეროპორტში EODY-ისა და სახელმწიფოს ინსტრუქციები და ოქმები სრულად არის შესრულებული“.

პროფილაქტიკური კონტროლის ზომები

სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, 15-30 ივნისს ათენსა და თესალონიკში იმ აეროპორტებიდან ჩასულ მგზავრებს, რომელებიც არ არიან EASA-ს  ჩამონათვალში, ჩაუტარდებათ ტესტები კორონავირუსზე. ეს  მოგზაურები ექვემდებარებიან  ერთდღიან თვითიზოლაციას ჩამონათვალში არსებულ სასტუმროში, სანამ არ იქნება ცნობილი ტესტის შედეგი. ის მგზავრები, რომელთა ტესტის პასუხი დადებითი იქნება, 14-დღიან კარანტინში მოთავსდებიან.

ის მგზავრები, რომლებიც იტალიიდან, ესპანეთიდან და ნიდერლანდებიდან და იმ აეროპორტებიდან ჩავლენ ათენსა და თესალონიკში, რომლებიც EASA-ს სიაშია, შერჩევით გაივლიან ტესტირებას. მგზავრი, რომელიც ტესტირებას გაივლის, ერთი დღით მოთავსდება თვითიზოლაციაში სასტუმროში (ათენი, თესალონიკი), სანამ ტესტის პასუხი არ იქნება. დადებითი პასუხის შემთხვევაში მგზავრი 14-დღიან კარანტინში მოთავსდება.

პირველი ივლისიდან საბერძნეთში ყველა მოგზაური შეავსებს კონკრეტულ ელექტრონულ ფორმას PLF (სამგზავრო დატვირთვის ფაქტორი) და საბერძნეთში თავისი ყველა კონტაქტის მონაცემებს შეიტანს. გაკეთდება შერჩევითი ტესტები და მგზავრები 14-დღიანი კარანტინში მოთავსდებიან, თუ მათი ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდება.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close