ქართველები უცხოეთშიხელოვნება

ქეთი მელუა ონლაინ-კონცერტს გამართავს – მისწერეთ მომღერალს, რომელი სიმღერების მოსმენა გსურთ

ქეთი მელუა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დასახმარებლად ონლაინ კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ამ უცნაურ პერიოდში ვცდილობდი მომეფიქრებინა, თუ რა შეიძლება გავაკეთო, რომ ვინმეს გამოვადგე და გადავწყვიტე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შევუერთდე, რომლებმაც საქართველოში ახალი კორონავირუსის კრიზისის დროს შთამბეჭდავად იმუშავეს“, – ამბობს მელუა.

მომღერალმა მსმენელებს სთხოვა მიეწერათ რომელი სიმღერების მოსმენა უნდათ. კონცერტი 27 ივნისს გაიმართება. მის ნახვას პირდაპირ ეთერში ამ ბმულზე შეძლებთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close