სპორტი

აპირებს თუ არა მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას?

ოლიმპიური ჩემპიონი, მრავალგზის რეკორდსმენი და მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლაშა ტალახაძე სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას არ გამორიცხავს.

ქართველი სპორტსმენის  განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ერთ-ერთ გადაცემაში ჩემმა ბოლო კომენტარმა, როგორც ვხვდები დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამიტომ განმვარტავ, რომ არც ერთი ქვეყნის სახელით ასპარეზობას არ ვაპირებ. როგორც იცით, არაერთხელ მქონია სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის შემოთავაზება, თუმცა, როგორც ხედავთ არსად წავსულვარ და ასე იქნება მომავალშიც. არასოდეს, არც კი დავინტერესებულვარ რა თანხებზე იყო საუბარი და რას მთავაზობდნენ. ჩემთვს მხოლოდ საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობაა მისაღები და მხოლოდ ჩემი ჰიმნის აჟღერება. რაც შეეხება კომენტარს, მე ვთქვი, რომ შესაძლოა ოდესმე სადმე წავიდე, ოღონდ ეს სპორტულ კარიერას არ ეხება.

ამ ეტაპზე მხოლოდ ის მადარდებს თუ როდის შევძლებთ სრულოფასოვანი ვარჯიშის დაწყებას, რომ მომავალ ჩემპიონატებზე ჩვენი ჰიმნი კიდევ ერთხელ ავაჟღერო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ძალოსნობა საქართველოში ბევრად განვითარდა, გვაქვს სავარჯიშოდ კარგი პირობები, სრულფასოვანი შეკრებები და ჩემი შრომა და რეკორდები სახელმწიფოს მხრიდან მიფასდება. თუ კარგად მოუსმენთ ჩემს საუბარს, მიხვდებით, რომ სხვას არაფერს ვამბობ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც სპორტის განვითარებისთვის ზრუნავს და შედეგზეც არის ასახული ეს ყველაფერი და ზუსტად ამას ვსაუბრობ ჩემს ინტერვიუშიც“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close