fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთის ხელისუფლებამ ბელგიის პრინცი ქვეყანაში კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის 10 ათასი ევროთი დააჯარიმა

ესპანეთის ხელისუფლებამ ბელგიის პრინცი იოახიმი ქვეყანაში კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის 10 400 ევროთი დააჯარიმა. აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრინცი ჯარიმას 15 დღის განმავლობაში გადაიხდის, მას თანხის ნახევრის გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის მეფე ფილიპეს 28 წლის ძმისშვილი იოახიმი 26 მაისს ესპანეთის ქალაქ კორდობაში წვეულებაზე გაემგზავრა და სწორედ იქ დაინფიცირდა კორონავირუსით.

წვეულებაზე 27 ადამიანი იმყოფებოდა, მაშინ როდესაც ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები 15-ზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავს.

მოგვიანებით ბელგიის პრინცმა იოახიმმა ბოდიში მოიხადა ესპანეთში დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლით წვეულებაში მონაწილეობისთვის.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close