პოლიტიკასაქართველო

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახე არჩევნებზე ჟურნალისტი ეკა ბერიძე იქნება

შემოდგომაზე გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახე ყოფილი ჟურნალისტი და ამჟამად საქართველოს წყლის კომპანიის კომუნიკაციების დირექტორი ეკა ბერიძე იქნება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. მართველი პარტია უკვე შეუდგა პერსონალურად ეკა ბერიძის პიარის საკითხს და პარტიის სამდივნო მისი პარტიული სიის ნუმერაციაზე ფიქრობს.
თავად ეკა ბერიძე „ექსპრესნიუსთან“ ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. აქვე აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს ოპოზიციაში ყოფნის დროს ეკა ბერიძის საავტორო გადაცემას ხშირად სტუმრობდა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კახა ბექაურის, რომელიც ეკა ბერიძის მეუღლეა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს, ქონების დეკლარაცია გამოქვეყნდა. „ფორმულანიუსმა“ დეკლარაცია დაამუშავა, რითაც ირკვევა, რომ კახა ბექაურის და მისი მეუღლის საკუთრებაშია 6 ბინა თბილისში და 3 – ბათუმში, ბაკურიანსა და დუშეთში. ჯამში, ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ამ უძრავი ქონების ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. 107 ათას ლარად ნაყიდი 100 კვადრატული ბინა ლისზე სარდაფით ბექაურის ცოლის სახელზეა. ეკატერინე ბერიძის სახელზეა კიდევ ორი ბინა სოლოლაკში – ერთი 70 ათას დოლარად, მეორე კი 99 ათას დოლარად შეძენილი. ორივე შენაძენი ახალია და წლევანდელ დეკლარაციაში გაჩნდა. კახა ბექაურს ეკუთვნის 180 კვადრატული ფართი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ უბანში, თაბუკაშვილის ქუჩაზე. 2018 წელს ბექაურმა მასში 174 000 დოლარი გადაიხადა.

კახა ბექაურის და მისი მეუღლის წლიური ანაზღაურება, ჯამში, ნახევარი მილიონი ლარია. ეკატერინე ბერიძე საქართველოს წყლის კომპანიაში კომუნიკაციების დირექტორია და მისი წლიური სახელფასო ანაზღაურება დაახლოებით 300 ათასი ლარია. აქვთ ბიზნესი. ბექაური სუპერმარკეტების ქსელ  „ორი ნაბიჯის” 33%-იანი წილის მფლობელია.

expressnews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close