იტალიასაზოგადოება

კორონავირუსის სტატისტიკა იტალიაში: გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ერთ დღეში 2062-ით გაიზარდა

5 რეგიონში, მათ შორის, აპულიაში (ბარი) ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა

კორონავირუსული ინფექციის ყოველდღიური მონაცემები იტალიაში სტაბილურია. გასულ 24 საათში კორონავირუსის 283 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და მთლიანობაში ინფიცირების მაჩვენებელმა 235 561-ს მიაღწია (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით). მათ შორის ლომბარდიაზე 192 შემთხვევა მოდის. სამოქალაქო დაცვის სამსახურის 9 ივნისის საღამოს მონაცემებიდან ჩანს, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა ბოლცანოს პროვინციაში და 5 რეგიონში: მარკეში, აპულიაში (იტ. პულია), ფრიული ვენეცია ჯულიაში, ვალე დ’აოსტასა და კალაბრიაში. ამის შესახებ „ანსა“ წერს.

იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსული ინფექციის მქონე 32 872 მოქმედი პაციენტია, 1858-ით ნაკლები გუშინდელთან შედარებით. მათგან მძიმედ ფასდება 263 პაციენტის მდგომარეობა (ეს მაჩვენებელი ერთ დღეში 20-ით შემცირდა), რომლებიც ინტენსიურ თერაპიას საჭიროებენ. 93 მძიმე პაციენტი ლომბარდიაშია, 11-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ. რეანიმაციაში მოთავსებული 263 კოვიდ-ინფიცირებულის გარდა კიდევ 4581 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია ვირუსის სიმპტომებით, დანარჩენი კი – სახლის პირობებშია უსიმპტომოდ ან მსუბუქად გამოხატული კლინიკური ნიშნებით.

სამწუხაროდ, კიდევ 79 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ-19-ით (გუშინ დღიური ზრდა 65 იყო), მათგან 15 – ლომბარდიაში (გუშინ – 32). ამ დროისთვის იტალიაში კოვიდ-19-ის მსხვერპლთა რიცხვმა 34 043-ს მიაღწია.

გასულ 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება კიდევ 2062 ადამიანს დაუდასტურდა და გამოჯანმრთელების ჯამური მაჩვენებელი 168 646-მდე გაიზარდა, რაც თითქმის 71,6%-ს შეადგენს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close