fbpx
საზოგადოებასაქართველო

„ციკოლიას საათი“ ქართველი ჯარისკაცებისთვის – „ცხელ-ცხელი ფოტო“ პოლიტიკური ინტრიგით

მსოფლიოში სახელგანთქმულმა საათების დიზაინერმა და შემქმნელმა ზვიად ციკოლიამ საკუთარ facebook-გვერდზე ქართული ჯარისთვის სპეციალურად დამზადებული, ბრენდირებული საათის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „ცხელ-ცხელი ფოტო“.

სპეციალურად ჯარისკაცებისთვის შექმნილი საათის ციფერბლატზე  გამოსახულია საქართველოს დროშა და მის ქვეშ წარწერაა „თავდაცვის ძალები“. თითო საათი 165 დოლარი ჯდება.

თავდაცვის სამინისტროს მიერ უტენდეროდ საათების შეძენას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა კრიტიკა მოჰყვა, რასაც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მიზანმიმართული შეტევა“ უწოდა. მისი თქმით, ბრენდულ საათებზე  ტენდერს „ნიკა მელიასა და ზვიად  ციკოლიას შორის ვერ ჩაატარებდა“.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი სახის საჩუქარი მიღებული ფორმაა ნებისმიერ ჯარში, მათ შორის, ევროპის ქვეყნების თავდაცვის ძალებშიც.

„ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას ზვიად ციკოლიაც გამოეხმაურა:

„ნაცმოძრაობის საყურადღებოდ!
თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს 2-ჯერ დამიკვეთეს საათები და ორივეჯერ ტენდერის გარეშე, თუმცა მაშინ არავინ შეშფოთებულა.

დაოკდით და ნერვებს მიხედეთ. ოფიციალურად ნუ მაგინებინებთ თავს“, – წერს ზვიად ციკოლია თავის facebook გვერდზე.

მანანა ბანძელაძე 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close