მოგზაურობასაზოგადოებასაბერძნეთი

ბერძენი ექსპერტები ქვეყანაში კორონავირუსის მოსალოდნელ ახალ ტალღაზე საუბრობენ

საბერძნეთი ტურიზმისა და ეკონომიკის გახსნისთვის ემზადება და რამდენიმე ქვეყნიდან დაახლოებით 10 მილიონ ტურისტს ელოდება. ეს ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად აუცილებელი ნაბიჯია, თუმცა ჯანდაცვის ექსპერტები შიშობენ, რომ ტურიზმის აღდგენამ შესაძლოა ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა გამოიწვიოს.

ჯანდაცვის ექსპერტები განსაკუთრებით მას შემდეგ შეშფოთდნენ, რაც დოჰიდან განხორციელებული ფრენის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში ვირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაძლოა, ეს რიცხვი დიდი არ იყოს, თუმცა იმასთან შედარებით, რომ საბერძნეთში უკვე კვირების განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ნულს უტოლდება, ეს მონაცემი ჯანდაცვის ექსპერტებს აშინებს.

კორონავირუსის განმეორებითი ტალღის შიშს ამძაფრებს ისიც, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის თანახმად, ბოლო 10 დღეში ქვეყნის საზღვრებს გარედან შემოტანილი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 36%-ით გაიზარდა. ეს მონაცემი თითქმის ორჯერ მეტია იმაზე, ვიდრე ქვეყანას აქამდე ჰქონია.

მიუხედავად ასეთი სიტუაცისაა, ოფიციალური პირები ათენში ამბობენ, რომ ტურიზმის გახსნა გაგრძელდება და 15 ივნისს ქვეყნის საზღვარი ტურისტების ღია იქნება. საბერძნეთში ისეთი ქვეყნებიდან შეუშვებენ ტურისტებს, სადაც კორონავირუსის მაჩვენებლი დაბალია.

amerikiskhma.com

p. s. ამ დროისთვის საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდნეობა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 3049-ს შეადგენს, ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა კიდევ 2 ადამიანი და მსხვერპლთა რიცხვმა 182-ს მიაღწია. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსისგან 1314 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებული 1493 მოქმედი პაციენტია, მათგან 10-ის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულად მძიმეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close