fbpx
კრიმინალიnewsსაქართველო

მეკობრეების მიერ გატაცებული ცხრა ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდა

მეკობრეების მიერ გატაცებული ცხრა ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდა. მათთვის სპეციალური ავიარეისი შესრულდა – თბილისი-ლაგოსი-თბილისი.

მეზღვაურებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი დახვდა.

როგორც საზღვაო სააგენტოში აღნიშნავენ, მეზღვაურების გამოხსნის პროცესში და ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მათივე ცნობით, პროცესის წარმატებით დასრულებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა გემთმფლობელმა კომპანიამ.

მეზღვაურებთან ერთად გადაღებულ ფოტოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

1tv.ge

ნიგერიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს მეკობრეები მიმდინარე წლის 30 აპრილს დაესხნენ თავს და 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათგან 9 – საქართველოს მოქალაქე. გატაცებულების გარდა გემზე კიდევ საქართველოს მოქალაქე 4 მეზღვაური იმყოფებოდა.

ამავე თემაზე: ნიგერიაში მეკობრეებმა 10 მეზღვაური გაიტაცეს, რომელთაგან ცხრა საქართველოს მოქალაქეა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close