ეკონომიკასაქართველო

ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით SHUTTLE BUS-ები იმოძრავებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით Shuttle bus-ები იმოძრავებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს იმერეთის რეგიონში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„მოვაგვარეთ ეს, შევთანხმდით და „შატლები“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით იმოძრავებს, ისევე როგორც რკინიგზის სადგური გარემონტდება, რომელიც 1.5 კმ-ით არის დაშორებული აეროპორტიდან და ქალაქისთვისაც კარგი იქნება, იმ „შატლს“ დაუკავშირდება ეს რკინიგზის სადგურიც და ჩვენი შტადლერები, რომლებიც მოძრაობს, ქუთაისშიც გაჩერდება“, – თქვა პრემიერმა ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close