fbpx
საზოგადოებაnewsსაქართველო

მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი განქორწინდნენ?

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსს გაშორდა. „დაიჯესტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ მას სანდო წყარომ აუწყა.

გამოცემა წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი მომღერალ სოფო ნიჟარაძეზე ქორწინდება. მათ ახლახან საერთო შვილი – ალის-მარია სააკაშვილი შეეძინათ.

„სანდო წყაროსვე“ ცნობით, სააკაშვილისა და ნიჟარაძის შვილის ნათლია ნინო ნახუცრიშვილი იქნება.

სოფო ნიჟარაძემ ორსულობის პერიოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში დედასთან ერთად გაატარა, ახლა კი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან მიემგზავრება.

„დაიჯესტის“ ინფორმაციით, სანდრა რულოვსი მანამდე სააკაშვილთან ოფიციალური განქორწინების წინააღმდეგი იყო.

მსგავს თემაზე: სოფო ნიჟარაძეს გოგონა შეეძინა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close